ხევსურეთი

понедельник, 14 июня 2010 г.

ადგილ–ადგილ აკრეფილი საგანძური

1.პროექტის სახელწოდება: ,, ადგილ–ადგილ აკრეფილი საგანძური“

2.პროექტის მოკლე აღწერა: საზახფულო არდადეგების პერიოდში მოსწავლეები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოიძიებენ და შეაგროვებენ ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს , მივიწყებული წეს –ჩვეულების შესახებ გააკეთებენ ჩანახატებს, აუდიო ჩანაწერებს, ვიდეო მასალას, ფოტო მასალას.

3.პროექტის სრული აღწერა: პროექტის მონაწილე მოსწავლეები თავიან კუთხეებში ინდივიდუალურად შეაგროვებენ მასალას.

მოგზაურთა ჯგუფი

1.ზეპირსიტყვიერების ნიმუშები(ლექსები, სიმღერები, შაირები , ლეგენდები,თქმულებები, დღესასწაულები, ტრადიციები – ქორწილი, სამზარეულო....)

2.ფოტო მასალა, აუდიო ჩანაწერები,ჩანახატები,

3. ისტორიკოსები

არქიტექტურული ძეგლები,ისტორიული წყაროები ამა თუ იმ კუთხის შესახებ(ვახუშტი ბატონიშვილი ა,,ღწერა სამეფოსი საქარველოის“)

ლიტერატორთა ჯგუფი

ფშავი ––ვაჟა

იმერეთი– აკაკი, დავით კლდიაშვილი

გურია – ნოდარ დუმბაძე

ხევი– ალ. ყაზბეგი

პროექტის მონაწილენი პროექტის მიმდინარეობის დროს( რადგან არდადეგებზე განხორციელდება, ინტერნეტი, ტელეფონი) შესაძლებლობის ფარგლებში უკავშირდებიან პროექტის ხელმძღვანელს და უზიარებენ თავიანთ შეხედულებებს.

4.მონაწილეთა ასაკი: 12– 16 წელი

5. ვადების ხანგრძლივობა: 2010 წ ივნისი – 2010 წ სექტემბრი

6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: წინასწარ მოიძიებენ ინფორმაციას მათვის საინტერესო კუთხის შესახებ, შეთანხმდებიან და გადაინაწილებენ ფუნქციებს, ჩატარდება მოკლე მიმოხილვითი ხასიათის ლექციები ქართულის ,ისტორიისა და გეოგრაფიის მასწავლებლების მიერ.

7.მოსალოდნელი შედეგები და პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:

მოსწავლეები მიიღებენ ძალიან საინტერესო კრებულს ,,ადგილ– ადგილ აკრეფილი საგანძური“

შეიძლება შექმნან საინფორმაციო ბუკლეტები, შექმნან ბლოგი, ან ნაშრომი ფოტო მასალით, მოაწყონ პრეზენტაცია რომელსაც მათ თანატოლებთან ერთად დაესწრებიან მასწავლებლები და მშობლები.

8.სარგებელი სხვისთვის : ქართული ტრადიციებით დაინტერესებული ნებისმიერი ასაკის ადამიანი.მოსწავლეები, მშობლები, სტუდენტები
9.სამუშაო ენა :ქართული

10. საგანთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული,ისტორია, გეოგრაფია, ხელოვნება

11. პროექტის ფასილიტატორი

12.

Комментариев нет:

Отправить комментарий